მედიის ეთიკა

მედიის ეთიკა
• ადგენს იმ ნორმებს, რომელიც შესაძლებელს გახდის ფაქტების და ინფორმაციის მიმართ მედიის წარმომადგენელთა პასუხისმგებლურ დამოკიდებულებას. მედიის ეთიკა განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მედიის საშუალებათა წარმომადგენლების მხრიდან ფაქტების გაყალბება, საინფორმაციო მასალებით მანიპულირება, მოვლენების ტენდენციური გაშუქება და სხვა. დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში მედიის ეთიკის საკითხებს სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ.
Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006.
• მედია ეთიკა მოიცავს პროფესიონალების მიერ შემუშავებული პრინციპებისა და წესების ერთობლიობას. სასურველია, ამ ნორმების შემუშავება მოხდეს მედიის მომხმარებელთან თანამშრომლობის გზით, რათა მედია უკეთ ემსახუროს თუ მოსახლეობის ყველა ჯგუფს არა, უმეტესობას მაინც. დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ჟურნალისტიკა განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისით, რომ მის სტატუსს არ განსაზღვრავს სოციალური კონტრაქტი, არც ხალხის მიერ დელეგირებული ძალაუფლება, არჩევნები ან დანიშვნა - ან თუნდაც ის კანონმდებლობა, რომელიც მისი ქცევის ნორმებს განსაზღვრავს. ამდენად, იმისათვის, რათა მედიამ შეინარჩუნოს პრესტიჟი და დამოუკიდებლობა, მან ღრმად უნდა გააცნობიეროს თავისი უპირველესი მოვალეობა - უზრუნველყოს კარგი საზოგადოებრივი სამსახური. მედია ეთიკას არა აქვს საერთო კანონმდებლობასთან - არც მორალთან ამ სიტყვის ვიწრო გაგებით. აქ საქმე ეხება არა პატიოსნებას ან თავაზიანობას, არამედ მთავარი სოციალური ფუნქციის შესრულებას. ცხადია, ხარისხის განსაზღვრა არ არის მარტივი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეფასების კრიტერიუმი ნეგატიურია. ასეთ გამონაკლისს წარმოადგენს, მაგალითად, რეგიონალური ყოველდღიური გაზეთების შინაარსობრივი შეზღუდვა ადგილობრივი ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენებით, როგორც ეს ფრანგულ პროვინციულ პრესაში ხდება - ან, იგივე, დიდ ტელეარხზე, რომელიც არასოდეს უთმობს თავის ეთერს ბავშვთა განათლებას, როგორც ეს აშშ-ში ხდება. უეჭველია, მედია ეთიკა მხოლოდ დემოკრატიის პირობებში შეიძლება, არსებობდეს. ვინც ფიქრობს, რომ ადამიანებს დამოუკიდებლად აზროვნება და საკუთარი ცხოვრების წარმართვა არ ძალუძთ, ვერც თვითკონტროლის დაშვებას შესძლებს. თვითრეგულირება მხოლოდ იქ შეიძლება განიხილებოდეს სერიოზულად, სადაც გარანტირებულია სიტყვის თავისუფლება, არსებობს შედარებით წარმატებული მედია და არიან კომპეტენტური ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთი საქმით ამაყობენ. ღარიბ ქვეყნებში მომხმარებლის სიმცირე რეკლამის მცირერიცხოვნებას განსაზღვრავს; შესაბამისად, მედია ღატაკი, კორუმპირებული და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადია. ეს ნიშნავს, რომ ბევრ ქვეყანაში, იმისდა მიუხედვად, რომ ისინი ოფიციალურად დემოკრატიულად არიან აღიარებული, მედია ეთიკა არარელევანტურია.
• ლათინურ ქვეყნებში ეთიკის აღმნიშვნელ პროფესიულ ტერმინად ,,déontologie”-ს (ფრანგულად) ან ,,deontologia”-ს (იტალიურად, ესპანურად) 18 იყენებენ. ეთიკა ხშირად გულისხმობს დაუწერელ ტრადიციულ წესებს, რაც წარმოადგენს კონსენსუსს იმის თაობაზე, თუ რა ქმედებაა მისაღები და რა მიუღებელი და როგორი ქმედების გამო შეიძლება გარიყონ ჟურნალისტი კოლეგებმა პროფესიული წრიდან. უმეტეს ქვეყნებში რედაქტორთა და ჟურნალისტთა ასოციაციებმა საჭიროდ მიიჩნიეს, შეექმნათ პროფესიულ მოვალეობათა ქარტიები, თუმცა გარკვეული ჟურნალისტები მკაცრად აკრიტიკებდა ამ იდეას.
Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი/კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Полезное


Смотреть что такое "მედიის ეთიკა" в других словарях:

  • მედიის ხარისხის კონტროლი — ზოგიერთი ადამიანისათვის ტერმინებს ,,მორალი” და ,,ეთიკა” არასასიამოვნო კონოტაცია აქვთ. ეს ტერმინები მათში ქადაგებების, ფილოსოფიის გაკვეთილების, ბოისკაუტებს და ტოტალიტარული რეჟიმების ,,მორალური წესების” ასოციაციებს აღძრავს. ,,მორალი” და ,,ეთიკა”… …   Georgian encyclopedia

  • მედიის ანგარიშვალდებულების სისტემა — ცნება გულისხმობს ნებისმიერ არასახელმწიფო საშუალებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოების წინაშე მედიის პასუხისმგებლობას. იმის გამო, რომ ხსენებული ცნება გლობალურია, ის საკმაოდ ბუნდოვანია. ის მოიცავს ცალკეულ პირებს და ჯგუფებს, რეგულარულ შეხვედრებს …   Georgian encyclopedia

  • მედიის ფუნქციები — იმისათვის, რომ განსაჯოთ, თუ რამდენად კარგად ემსახურება მედია საზოგადოებას, საჭიროა ვიცოდეთ, თუ სავარაუდოდ, რა მომსახურებით უზრუნველყოფს მედია საზოგადოებას. შესაძლოა, გამოვყოთ მედიის დაახლოებით ექვსი ფუნქცია. ყოველ კატეგორიას შეესაბამება… …   Georgian encyclopedia

  • მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მოდელი — კონცეფცია, რომელიც ადამიანური ბუნების უფრო რეალისტური აღქმის შედეგად წარმოიშვა, ლიბერალური მოდელის გაცილებით ფართო გაგებას გულისხმობს. საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ცნება პირველად გამოიყენა შეერთებულ შტატებში არსებულმა პრესის თავისუფლების… …   Georgian encyclopedia

  • მედიის ტიპები — (მასობრივი) მედიუმი არის სპეციალური ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სამრეწველო სუბიექტი, რომელიც ერთი და იმავე გზავნილს ერთდროულად სხვადასხვა ინდივიდთა ფართო ჯგუფს გადასცემს. ამ დეფინიციაში არ შედის ტელეფონი, საზოგადოებრივი აზრის კვლევა და… …   Georgian encyclopedia

  • მედიის დასავლური მემკვიდრეობა — დასავლეთ ევროპაში ჟურნალისტიკა რენესანსსა და ფრანგულ რევოლუციას შორის შუალედში წარმოიშვა და განვითარდა. იგი გაჟღენთილი იყო რეფორმაციის ღირებულებებით, განსაკუთრებით კი ინდივიდუალიზმით, პირადი პასუხისმგებლობის გრძნობით, მოწოდების შესატყვისად… …   Georgian encyclopedia

  • პრეს ომბუდსმენის ინსტიტუტი — მედიის ანგარიშვალდებულების სამ სხვადასხვა სისტემას გულისხმობს: I. ამერიკული მოდელი ცალკეული გაზეთების და სამაუწყებლო კომპანიების მიერ დანიშნული ,,მკითხველთა ადვოკატი’’, რომელიც იღებს და იხილავს მკითხველთა სარჩელებს და ანგარიშს აკეთებს მათზე. ეს… …   Georgian encyclopedia

  • პრესის საბჭო — • უმეტეს დემოკრატიულ ქვეყნებში პრესის საბჭო არის ნებაყოფლობითი, სამი სუბიექტის (მესაკუთრეები, ჟურნალისტები, საზოგადოების წარმომადგენლები) მონაწილეობით შექმნილი ორგანო, რომლის მიზანია:დაიცვას პრესის თავისუფლება;განიხილოს მედიის წინააღმდეგ შემოსული …   Georgian encyclopedia

  • პრეს ომბუდსმენი — რომელსაც მედიის მესაკუთრეები და მედიის წარმომადგენლები ერთობლივად ნიშნავენ, ხელს შეუწყობს მედიის ანგარიშვალდებულების კონცეფციის ჩამოყალიბებასა და მის პოპულარიზაციას. Source: კინწურაშვილი თამარ. ჟურნალისტური ეთიკა და მედიის თვითრეგულირების… …   Georgian encyclopedia

  • მედია — • მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ინტერნეტი. Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება თბ., 2006. • მთლიანობაში მედია შეიძლება… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»